როგორ შევარჩიოთ გასაბერი აუზი?
ზაფხულში სიცხესა და ჩახუთულ ჰაერს ჩვენი ენერგიის დიდი ნაწილი მიაქვს. წყალი ამ დროს ერთ-ერთი შეუცვლელი მესიაა, შაბათ-კვირას ქალაქგარეთ გასვლა კი - უმნიშვნელოვანესი საკრარული აქტი.
განსაკუთრებით წმინდაა ჩვენი აგარაკები. თუ, რა თქმა უნდა, გვაქვს. ხოლო თუ სახლებთან ახლოს მდინარეც მიედინება, მაშინ კიდევ უფრო გაგვიმართლა. თუმცა რა ვქნათ ჩვენ, ვის აგარაკებზეც მდინარე არ არის, ან პატარა ბავშვები გვყავს და მათი უმეთვალყურეოდ საბანაოდ გაშვების გვეშინია ან ჩვენს საკუთარ ეზოში გვინდა ბანაობა და გარუჯვა, ან სულაც აგარაკები არ გვაქვს და ქალაქში ვიხუთებით?!
ამ და სხვა შემთხვევაში შეგვიძლია, შევიძინოთ აუზი. თუმცა არა ის აუზი, ლოს-ანჯელესურ, ჰოლივუდურ ფილმებში რომ ვხედავთ, არამედ - გასაბერი ან კარკასული, ერთი სიტყვით - ადვილად დასამონტაჟებელი. მთავარია, გვქონდეს ეზო, პატარა სივრცით და Georgian Water and Power იყოს კეთილგანწყობილი წყლის მიწოდების მხრივ.
რა ტიპის აუზები არსებობს? - გასაბერი, კარკასული და სტაციონარული. ჩვენ პირველ ორ ტიპზე გიამბობთ.
გასაბერი აუზი
მსგავსი ტიპის აუზი პირობითად ქვეკატეგორიებად შეგვიძლია, დავყოთ: ზრდასრულთათვის და საბავშვო. განსხვავება, ძირითადად, ზომებსა და გამოსახულებებშია.
გასაბერი აუზები, როგორც წესი, საკმაოდ მარტივად მონტაჟდება. გაბერვას რამდენიმე წუთი სჭირდება, ასევე, მარტივია წყლით შევსების პროცესი. თუმცა, რაც უფრო დიდი ზომისაა აუზი, მეტი დრო სჭირდება გაბერვასა და წყლით შევსებას. არც მისი მოვლა წარმოადგენს დიდ პრობლემას. ხშირად აუზებს მოყვება ფილტრი, რაც მას დაბინძურებისგან იცავს.
გასაბერი აუზის მთავარი უპირატესობები:
მარტივი მონტაჟი
მობილობა - მარტივად წასაღები
კომპაქტური - დაკეცილი აუზი იკავებს ძალიან მცირე ადგილს
დამონტაჟება ნებისმიერ ზედაპირზე (ბუნებრივია, სწორი ზედაპირი იგულისხმება)
ხელმისაწვდომი ფასი - გასაბერი აუზი, სხვა აუზებთან შედარებით, ძალიან იაფია
გაითვალისწინეთ - მას კარგი მოვლა სჭირდება და შესაძლოა, გაკაწვრის შემთხვევაში ჩაიფუშოს.
საბავშვო აუზი - ბაზარზე საბავშვო აუზების საკმაოდ დიდი არჩევანია. გასათვალისწინებელია მხოლოდ ასაკი, შესაბამისად - მოცულობა, სიმაღლე და დიამეტრი. თუ თქვენი პატარა 1-3 წლამდეა, აუზის სასურველი მოცულობა 50 ლიტრამდე იქნება, ხოლო სიმაღლე - 20-25 სმ.
იმ შემთხვევაში, თუ აუზს მოზარდებისთის ვარჩევთ და მათი ასაკი 3 წლის ზევითაა, შესაბამისად, გაიზრდება მონაცემებიც. ასეთ დროს აუზის მოცულობა 700 ლიტრამდე, სიმაღლე კი 40 სმ-მდე აღწევს.
გარდა ამისა, საბავშვო აუზების არჩევის დროს დიდ ყურადღებას აქცევენ მის გამოსახულებას. არჩევანი ამ მხრივაც დიდია. საბავშვო აუზის კედლებზე ხშირად ანიმაციური ფილმის თუ კომიქსების გმირები გვხვდება, ანუ ის, რაც ბავშვებს ხიბლავთ.
თქვენ შეგიძლიათ, პატარებისთვის ქოლგიანი და გადახურული აუზებიც შეარჩიოთ, რაც მათ მზის სხივებს აარიდებს. ხოლო თუ მოუსვენარი პატარები გყავთ და ერთ ადგილზე ყოფნა ხშირად ბეზრდებათ, აირჩიეთ ე.წ. მინი აკვაპარკი. ის არა მხოლო გააგრილებს, გაართობს კიდეც მათ.
არსებობს გასაბერი აუზები 6000 ლიტრი მოცულობითაც. მისი კედლების საფარი, ძირითადად, ვინილია, მთლიანი მასალა - pvc. კომპლექტაციაში ზოგჯერ ტუმბო, დასაფენი, გადასაფარებელი და ფილტრიც მოყვება.
რჩევა - იმისათვის რომ ბანაობა უსაფრთხო იყოს, აუცილებლად შეიძინეთ ფილტრი და ხშირად გამოცვალეთ მისი კარტრიჯი.
კარკასული აუზი - კარკასული აუზი გასაბერი აუზისგან განსხვავებით მეტად მყარია. ეს არის ასაწყობი სტრუქტურა სხვადასხვა ფორმითა და ზომით. მას არ სჭირდება ყოველ ჯერზე გაბერვა და დამონტაჟება. კარკასული აუზები არსებობს როგორც ბავშვებისთვის, ისე ზრდასრულთათვის.
დამონტაჟებას დაახლოებით 1 საათი სჭირდება. ეს დამოკიდებულია ზომაზე. მოცულობით მსგავსი ტიპის აუზები საკმაოდ დიდია, ზოგჯერ 30 000 ლიტრსაც აჭარბებს.
კარკასის აწყობა მარტივია. მთავარია, სწორად მიჰყვეთ ინსტრუქციას. როგორც წესი, კარკასის მასალა ლითონია, რომელსაც აქვს დამცავი საფარი.
კარკასული აუზები იყოფა რამდენიმე ტიპად - სეზონური და ყინვაგამძლე. სეზონური აუზი საჭიროებს ყოველ წელს მონტაჟს - უნდა აიწყოს გაზაფხულზე და დაიშალოს შემოდგომას. ყინვაგამძლე აუზის კარკასი, კედლები და იატაკი კი უძლებს ცივ ტემპერატურას და მას შენახვა არ სჭირდება. სეზონურ აუზებს აქვს კიბე, ფილტრი და წყლის მიღება/გაშვების საქშენები.
შეჯამება - გასაბერი და კარკასული აუზები იდიალური გამოსავალია სიცხეში. თუ მყარ და დიდი ზომის აუზს ეძებთ და ამის მატერიალური შესაძლებლობაც გაქვთ, მაშინ არჩევანის გაკეთება კარკასულ აუზზე სჯობს. ის არა მხოლოდ ერთ სეზონზე მოგემსახურებათ, არამედ რამდენიმე წელსაც გიერთგულებთ.
იმ შემთხვევაში კი, თუ სიცხისგან მარტივი და იაფი გამოსავალი გჭირდებათ, შეარჩიეთ გასაბერი აუზი, რომელსაც უპრობლემოდ გაბერავთ, ჩაფუშავთ და ნებისმიერ ადგილას წაიღებთ.
მსგავსი აუზების შეძენა შესაძლებელია ჩვენთან, აუზების კატეგორიაში..
შეარჩიეთ სასურველი აუზი, დაისვენეთ, გაგრილდით და გაირუჯეთ!
სტატიის ავტორი:
2022-05-02
ყველაფერი აეროგრილის შესახებ
აეროგრილი უკვე დიდი ხანია გახდა დიასახლისებისთვის შეუცვლელი ელექტრო მოწყობილობა, რომელიც ამარტივებს სასურველი კერძის სწრაფად და ხარისხიანად მომზადებას.
მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად, აეროგრილის დანიშნულება იყო - ჰქონოდა მხოლოდ გრილის ფუნქცია, შემდგომში მოწყობილობას დაემატა მრავალფეროვანი სასარგებლო ფუნქციები.
დღეს აეროგრილი წარმოადგენს მრავალფუნქციურ საყოფაცხოვრებო ელექტრომოწყობილობას, რომელმაც შეიძლება შეასრულოს ელექტრო და გაზის ქურის, ჰაერღუმელის, მიკროტალღური ღუმელის, ორთქლსახარშის, ტოსტერის, გრილის, ელექტრო მწვადის შესაწვავის, იოგურტის აპარატის მოვალეობა.
აეროგრილი საშუალებას იძლევა კერძის მომზადება განახორციელდეს კონვექციური გზით. ეს ნიშნავს, რომ პროდუქტები, რომლებიც მოთავსებულია მოწყობილობაში, გადამუშავდება ცხელი ორთქლის ნაკადით.
აეროგრილით შესაძლებელია ხორცის, თევზის, ფრინველის მომზადება მცირედი რაოდენობის ცხიმის დამატების გარეშეც. ამასთან კერძი გამოვა რბილი, ნოყიერი, ხრაშუნა და დაბრაწული კანით.
ყველა დიასახლისი ცდილობს, რომ არა მხოლოდ მოამზადოს გემრიელი საკვები, არამედ რაც შეიძლება ნაკლები დრო გაატაროს სამზარეულოში. აეროგრილი კი ამის შესანიშნავი საშუალებააა.
განვიხილოთ აეროგრილის მუშაობს პრინციპი და დეტალები, რომლისგანაც იგი შედგება. მიმოვიხილოთ ამ დეტალების დანიშნულება და სხვადასხვა კრიტერიუმები, რათა ზუსტად და შეცდომლად გავერკვეთ, თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს იგი და რომელი მოდელია კონკრეტულად თქვენთვის საჭირო, რათა არ შეცდეთ არჩევანის გაკეთების დროს.
აეროგრილის დადებითი თვისებები
როგორც უკვე ავღნიშნეთ, აეროგრილის მთავარ ღირსებად ყველაზე ხშირად ასახელებენ იმ ფაქტორს, რომ მას შეუძლია შეცვალოს მრავალფეროვანი და სხვადასხვა კალიბრის ტექნიკა, რაც გარკვეულწილად სიმართლეს შეესაბამება კიდეც.
აეროგრილის ერთ-ერთი მთავარი დადებითი თვისებაა ის, რომ მისი საშუალებით შესაძლებელია საკვების მომზადება ყოველგვარი მცენარეული თუ ცხოველური ცხიმების გარეშე, რაც შესანიშნავი საშუალებააა დიეტური კერძების და უბრალოდ, ჯანსაღი საკვების მოყვარულთათვის.
მეორეს მხრივ, აეროგრილს შეუძლია შეასრულოს თითქმის ყველა ის ფუნქცია, რასაც ასრულებს მიკროტალღური ღუმელი: გააცხელოს და გაალღოს, მოთუშოს ბოსტნეული, გამოაცხოს ღვეზელი, მოხარშოს ფაფა.
აეროგრილს შეუძლია შებოლოს და მოშუშოს, ასევე შეინახოს პროდუქტი შედარებით მაღალ ტემპერატურაზე. მისი საშუალებით ასევე შესაძლებელია მწვანილის, კენკრის, სოკოს გაშრობა, მინის ქილებისა და სხვადასხვა ჭურჭლის სტერილიზაცია და ა.შ.
გარდა დიდი რაოდენობით ასორტიმენტის კერძების მომზადებისა, აეროგრილს აქვს უდიდესი უპირატესობა დროის მნიშვნელოვანი ეკონომიის თვალსაზრისით. მაგალითად, რამოდენიმე ქოთნისა და ქვაბის გამოყენებით, 30-40 წუთის განმავლობაში შესაძლებელია ერთ ჯერზე, ერთდროულად სამი სახის საკვების მომზადება (პირველი, მეორე და დესერტი).
აღსანიშნავია, რომ ამ დროს არ ხდება ამ კერძების სუნის ერთმანეთში შერევა, ხოლო ადამიანის მონაწილეობა მთელს ამ პროცესში მინიმალურია და გამოიხატება მხოლოდ პროდუქტების წინასწარ მომზადებაში და ბოლოს მოწყობილობის გაწმენდაში.
აეროგრილის უდავო უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ცალკეული კერძის მომზადებისას, თქვენ ვერ იგრძნობთ მის სუნს, ეს კი კიდევ ერთი, დიდი უპირატესობაა, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ძალიან პატარა სამზარეულო აქვს, ან საერთოდ არა აქვს იგი.
აეროგრილის უარყოფითი თვისებები
ნუ გექნებათ გადაჭარბებული მოლოდინი, რომ აეროგრილი სრულყოფილად შეცვლის სამზარეულოსთვის საჭირო ნებისმიერ სხვა ტექნიკას. ეს უფრო სარეკლამო ტრიუკია, ვიდრე სიმართლე.
მაგალითად, შეუძლებელია აეროგრილმა შეცვალოს ორთქლსახარში. მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს ეს ფუნქცია. შედეგი გამოვა გაცილებით სუსტი.
საკვების გაცხელება პორციებით, ყველა ვარიანტში მიკროტალღურ ღუმელში უფრო მოსახერხებელია.
თუ თქვენ გაქვთ კარგი ქურა და კარგი ხარისხის ტაფა ან ლანგარი, საეჭვოა უარი თქვათ მათზე და ღვეზელი აეროგრილში გამოაცხოთ, რადგან წააგებთ დროშიც და ხარისხშიც.
აეროგრილის კიდევ ერთი მინუსია ის, რომ ძალიან ცხელდება მისი მთავარი დეტალი - კოლბა. გარდა იმისა რომ ეს ქმნის დისკომფორტს, არ არის უსაფრთხო პატარა ბავშვებისთვის.
გაითვალისწინეთ, რომ აეროგრილი ძალიან მგრძნობიარეა ძაბვის ვარდნის მიმართ, აგრეთვე, მხედველობაში გქონდეთ ის ფაქტი, რომ იგი საკმაოდ მძლავრი ხელსაწყოა და დიდი ხნის განმავლობაში უწევს ხოლმე მუშაობა, რაც შესაბამისად აისახება ელექტროენერგიის დანახარჯზე.
აეროგრილის მინუსებს შეიძლება მივაკუთნოთ მისი დიდი მასა და ის ფაქტორი, რომ იფი შედარებით რთული გასარეცხია (მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა თანმაედროვე მოდელი აღჭურვილია თვითწმენდის ფუნქციით).
აეროგრილის მუშაობის პრინციპი
აეროგრილი თავისი არსით უნივერსალური და პრაქტიკული მოწყობილობაა. მისი კონსტრუქცია საკმაოდ მარტივია. იგი შედგება მრგვალი მინის კოლბისგან (სიგანე დაახლოებით 30 სმ, სიგრძე 45 სმ, ხოლო სიმაღლე - 30 დან 60 სმ-მდე) და თავსახურისგან, რომელშიც ჩამონტაჟებულია მართვის ბლოკი, მძლავრი გამათბობელი ელემენტი და ვენტილიატორი.
გამათბობელ ელემენტში მოთავსებული ტენი აცხელებს ჰაერს თქვენს მიერ მიცემულ ტემპერატურაზე, ხოლო ვენტილიატორი უზრუნველყოფს ამ ცხელი ჰაერის ცირკულაციას და თანაბარ დაბერვას ცხაურა გისოსებზე მოთავსებულ პროდუქტებზე.
შედეგად, პროდუქტის მომზადება ხდება თანაბრად, მიუხედავად იმისა - ცხვება, იხარშება თუ იბრაწება იგი.
თანამედრვე აეროგრილებში შესაძლებელია არა მხოლოდ ჰაერის ნაკადის ტემპერატურის რეგულირება 60-დან 260 გრადუსამდე, არამედ მისი სიჩქარის რეგულირებაც, რის გამოც პროდუქტის გამოშრობა გამორიცხულია.
აეროგრილის ფუნქციები
აეროგრილის არჩევის დროს, აუცილებელია განსაზღვროთ ძირითადი პარამეტრები, რომლის მიხედვითაც შეაფასებთ მოწყობილობის სხვადასხვა მოდელებს. ეს პარამეტრებია:
• მართვის ტიპი,
• გამაცხელებელი ელემენტის ტიპი,
• სიმძლავრე,
• კოლბის მოცულობა,
• სახურავის ტიპი,
• ფუნქციონალი,
• კომპლექტაცია,
• მწარმოებელი და ფასი.
მართვის ტიპი
აეროგრილები შესაძლოა აღჭურველი იყოს ორი მართვის ტიპიდან ერთ-ერთით - მექანიკურით ან ელექტრონულით.
მექანიკური ტიპი - მექანიკური ტიპის აეროგრილებში, ტემპერატურისა და კერძის მომზადების დროის რეგულირება ხდება ხელით.
ასეთი აეროგრილის ინტერფეისი ძალიან მარტივი და მოსახერხებელია, მას გააჩნია მხოლოდ ორი რეგულატორი (დრო და ტემპერატურა).
რაც შეეხება ვენტილიატორს, მისი მუშაობის რეჟიმი მექანიკურ აეროგრილებში არ რეგულირდება და იგი ერთი და იგივეა (თუმცა გამონაკლისის სახით არსებობს ასეთი მოდელებიც).
მექანიკური ტიპის აეროგრილები, ელექტრონული ტიპის აეროგრილებთან შედარებით უფრო ხანგრძლივი ექსპლუატაციის უნარით გამოირჩევა და ფასითაც გაცილებით დაბალია.
ელექტრონული ტიპი - ელექტრონული ტიპის აეროგრილს გააჩნია დისპლეი და სენსორული ღილაკები.
საჭიროა მხოლოდ აირჩიოთ სასურველი პროგრამა - ცხობა, შეწვა, მოხარშვა, გალღობა და ა.შ და აეროგრილი თავად განსაზღვრავს საჭირო ტემპერატურას და მომზადების დროს.
გარდა ამისა, ელექტრონული აეროგრილების უმრავლესობას გააჩნია ვენტიალიატორის სიჩქარის რეგულირება, რაც საკმაოდ მოსახერხებელი და კომფორტული ფუნქციაა.
რა თქმა უნდა ასეთი აეროგრილი მექანიკურთან შედარებით ძვირადღირებულია და მოვლის თვალსაზრისითაც მეტი მოფრთხილება სჭირდება.
გამაცხელებელი ელემენტი
ეს ერთ-ერთი მთავარი პარამეტრია, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს აეროგრილის შეფასება.
თანამედროვე აეროგრილები აღჭურვილია ორი ტიპის გამაცხელებელი ელემენტით:
• მეტალის (ელექტრონული);
• ჰალოგენური (მინაკერამიკული);
მეტალის (ელექტრონული ტენი) - ასეთი ტიპის გამათბობელი ხშირად გვხვდება აეროგრილების სხვადასხვა მოდელებში.
მათ გააჩნიათ მთელი რიგი დადებითი თვისებები: საიმედოობა, უსაფრთხოება და ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადა.
მომხმარებლების აზრით, ელექტრონული ტენის მინუსად მიიჩნევა გაცხელებისთვის საჭირო ხანგრძლივი დრო, თუმცა სპეციალისტების თვალსაზრისით, ელექტრო ტენი გაცილებით ეფექტური და უსაფრთხოა სამზარეულოსთვის განკუთვნილ საყოფაცხოვრებო ტექნიკაში.
ელექტრონული ტენების საგარანტიო ვადა შეადგენს დაახლოებით 10 და მეტ წელს.
მინაკერამიკული (ჰალოგენური ტენი) - ასეთი ტიპის გამაცხელებელი ელემენტი ასევე ძალიან ხშირად გვხვდება თანამედროვე აეროგრილებში.
ამ შემთხვევაში, გამაცხელებლად გამოიყენება სპეციალურ, ცეცხლგამძლე მინაში მოთავსებული ჰალოგენი, რომელიც ინფრაწითელი სხივების საშუალებით ახდენს პროდუქტის გაცხელებას.
ჰალოგენური გამაცხელებლის მთავარი უპირატესობაა სწრაფი გაცხელება, კოროზიისა და ჟანგის მიმართ ამტანობა.
ასეთი გამაცხელებლის უარყოფით მხარედ კი შეიძლება ჩაითვალოს მაღალი ენერგომოხმარება და ექსპლუატაციის ხანმოკლე ვადა - ჰალოგენური გამაცხელებლის საგარანტიო ვადა დაახლოებით 1-2 წელია (თუმცა თანამედროვე აეროგრილების ჰალოგენური ტენების მუშაობა ისეთივე ხანგრძლივია, როგორც ელექტრონული ტენებისა).
სიმძლავრე
სიმძლავრე ასევე წარმოადგენს აეროგრილის ერთ-ერთ ძირითად მახასიათებელს, რომელიც განსაზღვრავს მის გამართულ მუშაობას და რომელზეც საჭიროა ყურადღების გამახვილება.
სიმძლავრე აეროგრილებში მერყეობს 0,8 კვტ-დან 1,8-2 კვტ-მდე. რა თქმა უნდა მაღალი სიმძლავრე ნიშნავს აეროგრილის უფრო სწრაფ და ეფექტურ მუშაობას, თუმცა ძალიან მაღალი სიმძლავრე ნიშნავს, რომ მაღალი იქნება ელექტროენერგიის ხარჯი.
ამიტომ, უმჯობესია, თუ ეს პარამეტრი იქნება საშუალო - 1200-დან 1500 კვატამდე.
მოცულობა
კოლბის მოცულობა დიასახლისებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
კოლბის მოცულობის მიხედვით, აეროგრილი შეიძლება დავყოთ სამ პირობით ნაწილად:
მინი - 8-დან 12 ლიტრამდე;
საშუალო - 10-დან 15 ლიტრამდე;
დიდი - 15-დან 20 ლიტრამდე;
შესაბამისად, თუ თქვენ მცირერიცხოვანი ოჯახი გაქვთ, არჩევანი მცირე მოცულობის მქონე კოლბის აეროგრილზე უნდა გააკეთოთ;
თუ ოჯახის რიცხოვნობა საშუალოა, საშუალო მოცულობის კოლბაც იქნება საკმარისი;
ხოლო თუ აეროგრილი მრავალრიცხოვანი შემადგენლობის ოჯახში უნდა მოიხმაროთ, დიდი მოცულობის კოლბის მქონე აეროგრილის შეძენაა რეკომენდებული.
გამანსხვავებელი თავისებურებაა აეროგრილის კონკრეტულ მოდელზე გამაფართოებელი რგოლის არსებობა, რომელიც ყებდება კოლბის ზემოთ და მჭიდროდ ეხურება თავსახური.
გამაფართოებელი რგოლის საშუალებით შესაძლებელია მნიშვნელოვნად გაიზარდოს აეროგრილის მუშა მოცულობა დიდგაბარიტიანი პროდუქტების მოსამზადებლად (მაგალითად მთლიანი ფრინველის შესაწვავად).
გაითვალისწინეთ, რომ მცირე გაბარიტიან კოლბას აქვს შემდეგი მინუსი - იგი ახლოს არის ვენტილიატორთან, რამაც შეიძლება პროდუქტის ზედმეტი გამოშრობა და დაწვა გამოიწვიოს.
ყურადღება გაამახვილეთ კოლბის მასალაზე, იგი თლილი, მსხვილი მინისგან უნდა იყოს დამზადებული. ასეთი კოლბის შემთხვევითი გატეხვა ძალიან რთულია.
აეროგრილის თავსახურის ტიპი
აეროგრილებს ძირითადად აქვთ ორი ტიპის თავსახური:
• მოსახსნელი;
• კრონშტეინებზე;
ის თუ რომელი ტიპის თავსახური უნდა აირჩიოთ, დამოკიდებულია თქვენს მოთხოვნილებებზე.
მოსახსნელი თავსახური - აეროგრილები, რომელთაც მოსახსნელ თავიანი თავსახური აქვთ, მიიჩნევა უფრო მარტივ და კომპაქტურ მოდელებად.
ამიტომ, თუ თქვენ კერძის უფრო მარტივად მომზადება გსურთ და სამზარეულოშიც არ გაქვთ დიდი ადგილი, არჩევანი სწორედ ამ ტიპის აეროგრილზე უნდა გააკეთოთ.
მოხსნის შემდეგ თავსახური თავსდება სპეციალურ სამაგრზე, რომელიც კომპლექტში მოჰყვება აეროგრილს.
მიიჩნევა, რომ მოსახსნელ თავიანი აეროგრილი გამოირჩევა მეტი სანდოობით, რადგან უფრო გამძლეა და მისი დაზიანება (თუ არ დაგივარდათ) პრაქტიკულად გამორიცხულია.
თუმცა, მეორეს მხრივ, მისი რეგულარული მოხსნა და ისევ თავის ადგილზე მოთავსებაც არ არის მანიცდამაინც კომფორტული. ამასთან, გაცილებით დიდია მისი დავარდნის და გატეხის რისკი.
თავსახური კრონშტეინზე - ასეთი აეროგრილები უფრო ძვირადღირებულია და გამოირჩევა რთული ექსპლუატაციის პროცესით.
გარდა ამისა, გაითვალისწინეთ, რომ კრონშტენიანი თავსახური ზრდის აეროგრილის გაბარიტებს, რაც მოითხოვს დამატებით ადგილს თქვენს სამზარეულოში (ასევე დააკვირდით ძალიან დაბალ სიმაღლეზე ხომ არ გაქვთ დაკიდებული სამზარეულოს კარადები, რადგან თავსახურის ბოლომდე ახდის შემთხვევაში გეყოთ სიმაღლე).
მიიჩნევა, რომ კრონშტეინები დგას დაზიანების მაღალი რისკის წინაშე, რაც ძირითადად დაკავშირებულია დიდ დატვირთვასთან ხელსაწყოს გამოყენების დროს.
თუმცა, მეორეს მხრივ კრონშტეინიანი თავსახური მოსახერხებელიცაა, რადგან მას არ სჭირდება ცხელი და საკმაოდ მძიმე თავსახურის მოხსნა და სამაგრზე დადება, ან მისთვის სპეციალური ადგილის ძებნა.
ამასთან ნაკლებია თავსახურის ხელიდან გავარდნის და გატეხის რისკიც.
ამიტომ, თავსახურის ტიპის შერჩევის დროს გაითვალისწინეთ ეს დეტალები. კარგია, თუ შეძენის მომენტში ვიზუალურად ნახავთ და შეადარებთ ორივე ტიპის მოდელს.
კონვექციის (ვენტილიატორის) სიჩქარე
ეს კიდევ ერთი პარამეტრია, რომელზეც აუცილებლად უნდა გაამახვილოთ ყურადღება, რადგან სწორედ იგი წარმოადგენს ვენტილიატორის სიჩქარის მარეგულირებელს.
საკვების მომზადების ყოველი პროგრამისთვის გათვალისწინებულია კონვექციის სხვადასხვა სიჩქარე (ძირითადად 3 სიჩქარე). მაგალითად:
გამოცხობისა და გათბობისთვის - დაბალი სიჩქარე.
პირველი და მეორე კერძების მომზადებისთვის - საშუალო სიჩქარე.
ხოლო შეწვისთვის და დაბრაწული კანის მქონე პროდუქტის მოსამზადებლად - მაღალი სიჩქარე.
ყველაზე გამოყენებად რეჟიმებია დაბალი და საშუალო სიჩქარე. თუ ვენტილიატორი უბერავს ძალიან ძლიერად, მაღალი ალბათობაა იმისა, რონ პროდუქტი ზემოდან გამოშრეს, შუაში კი უმი დარჩეს.
სამწუხაროდ ყველა აეროგრილს ეს ფუნქცია არ გააჩნია და ვენტილიატორი მუშაობს მხოლოდ ერთ რეჟიმში.
ამიტომ, თუ გსურთ მრავალფეროვანი კერძების სრულფასოვანი მომზადება, ყურადღება გაამახვილეთ ამ საკითხზე.
ტემპერატურული რეჟიმები
ნებისმიერ აეროგრილს აქვს ტემპერატურული რეჟიმების რეგულირების ფუნქცია, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ დააყენოთ საჭირო ტემპერატურა მოსამზადებელი პროდუქტის და მომზადების პროგრამის მიხედვით.
არჩეული ტემპერატუარული რეჟიმი მოქმედებს კონკრეტული პროდუქტის მომზადების მთელი პროცესის განმავლობაში.
აეროგრილის მუშა ტემპერატურა შეადგენს 60-260 გრადუსს.
ტაიმერის ფუნქციები
ტაიმერი საშუალებას იძლევა დამოუკიდებლად დააყენოთ საჭირო დრო სხვადასხვა სახის კერძების მოსამზადებლად.
ტაიმერით აღჭურვილია თითქმის ყველა მოდელი. განსხვავება მხოლოდ იმაშია, თუ რა დროზეა გათვლილი იგი (მერყეობს 1-დან 24 საათამდე).
დამატებით ფუნქციებად ითვლება გაცხელების რეჟიმი და სტარტის გადადება, რომელიც აქვს უფრო ძვირადღირებულ მოდელებს.
სტარტის გადადება - საკმაოდ მოსახერხებელი ფუნქციაა, მაგალითად სადილის ან ვახშამის გასაცხელებლად სხალში დაბრუნების დროისთვის.
გაცხელების რეჟიმი - არ აქვს აეროგრილის ყველა მოდელს. მართალია ეს არ ითვლება განმსაზღვრელ ფაქტორად, თუმცა ეს ფუნქცია სრულიად არ არის ზედმეტი და პირიქით, ძალიან მოსახერხებელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა არ გაქვთ მიკროტალღური ღუმელი და კერძის გაცხელება გსურთ,
თვითწმენდის ფუნქცია
თვითწმენდის ფუნქცია აეროგრილის თითქმის ყველა მოდელს გააჩნია. იგი მუშაობს შემდეგნაირად:
აეროგრილის მუშაობის დასრულების შემდეგ, ჩადგით აეროგრილში წყლის სავსე თასი, რომელშიც გახსნილია სარეცხი საშუალება და ჩართეთ თვითწმენდის ფუნქცია. პროცესის დასრულების შემდეგ თქვენ მხოლოდ უნდა გაწმინდოთ სუფთა ჩვრით: კოლბა, ცხაურები, შამფურები და ლანგარი.
თავსახურს ნუ შეეხებით (შესაძლებელია ჩვრით ფრთხილად გაწმინდოთ ზედაპირულად). სხვა ყველა შემთხვევაში არავითარ შემთხვევაში არ ჩადოთ აეროგრილის თავსახური წყალში და საერთოდ, ერიდეთ, რომ თავსახურის კორპუსის შიგნით არ მოხვდეს წყალი და ნესტი, რადაგან ეს გამოიწვევს ვენტილიატორის და თავსახურის შიგნით მოთავსებული სხვა მნიშვნელოვანი დეტალების დაზიანებას.
ბევრი დიასახლისი აღნიშნავს, რომ თვითწმენდის ფუნქცია ყოველთვის არ მუშაობს სრულყოფილად და აეროგრილის ხელით გაწმენდა მაინც საჭიროა.
მასა - მასას მნიშვნელობა აქვს იმის გათვალისწინებით, რომ გაწმენდის/გარეცხვის დროს მოგიწევთ აეროგრილის დეტალების ხელით გადატანა-გადმოტანა.
დეტალები მძიმეა, მისი შემთხვევით ხელიდან გავარდნა - სახიფათო. თუმცა აქ ვერაფერს იზამთ, რადგან პრინციპული სხვაობა აეროგრილის სხვადასხვა მოდელების მასებს შორის არ არსებობს.
კომპლექტაცია
აეროგრილის სტანდარტულ კომპლექტაციაში შედის 3 დონიანი ცხაურა (ზედა, საშუალო და ქვედა), ლანგარი, გამაფართოებელი რგოლი, შაფური და დამჭერ/ამოსაღები მაშები და სხვადასხვა სახის სადგარები.
ზოგიერთ მოდელს მოჰყვება სპეციალური საცმი ქათმისთვის - გრილი, ორთქლსახარში (დასვრეტილი ქვაბი).
სამდონიანი ცხაურები გამოიყენება რამოდენიმე კერძის ერთდროულად დასამზადებლად.
მაგალითად: ქვედა ცხაურას აქვს ღიობები კვერცხების ჩასაწყობად, შუა ცხაურა უნივერსალურია, ზედა ცხაურა კი განუთვნილია გახუხხული პურის (სუხარების) დასამზადებლად, მას აქვს განყოფილება სხვადასხვა ზომის პურის ნაჭრების ჩასაწყობად.
ლანგარი - შეძლება გამოყენებული იქნას ღვეზელების გამოსაცხობად, ან ფილგაზე მოთავსებული ხორცის ან თევზის შესაწვავად.
დასვრეტილი ლანგარი გამოიყენება პროდუქტების ორთქლით მოსამზადებლად (კარგია დიეტური კერძებისთვის), ხილის შრობისთვის და ა.შ.
შამფურები გამოიყენება მწვადის შესაწვავად, ხოლო დამჭერ-ამოსაღები მაშების საშუალებით უსაფრთხოდ შეიძლება ცხაურების, ჭურჭლისა და მომზადებული პროდუქტების ამოღება.
გამაფართოებელი რგოლი - ეს არის სპეციალური სალტე, რომელიც მოჰყვება კომპლექტში თითქმის ყველა აეროგრილს. იგი ყენდება კოლბის ზემოთ, რის შემდეგაც მის მოცულობა იზრდება დაახლოებით 4 ლიტრით.
ამიტომ, ყურადღება მიაქციეთ აეროგრილის ინსტრუქციაში მითითებულ სიმძლავრის მაჩვენებელს. თუ მაჩვენებელია - 8-12 ლიტრი, 10-14 ლიტრი ან 12-16 ლიტრი, პირველი მაჩვენებელი ნიშნაავს კოლბის მოცულობას, ხოლო მეორე - მის მოცულობას გამაფართოებელ რგოლთან ერთად.
არსებობს აეროგრილები, რომელთაც არა ერთი, არამედ ორი გამაფართოებელი რგოლი მოჰყვება. ჩვეულებრივ, ასეთ მოდელებს მოსახსნელი თავსახური გააჩნიათ და გამაფართოებელი სალტის დახმარებით კოლბის მოცულობა იზრდება 8 ლიტრით.
სტატიის ავტორი:
ლ.ც.
2022-05-02
როგორ შევარჩიოთ მანქანის მაგნიტაფონი
შორ გზაზე გადაადგილებისას, სასიამოვნო მუსიკის ხმა ნებისმიერი მძღოლისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. ამავე დროს, კარგი ხმა კარგი აუდიო სისტემის წყალობით მიიღწევა, რომლის შესახებაც დღევანდელ ბლოგში ვისაუბრებთ.
თითოეული ადამიანი ცდილობს მაქსიმალური კომფორტი შეიტანოს მის ცხოვრებაში და ავტომობილშიც ხარისხიანი აუდიო სისტემა დაამონტაჟოს. ამისათვის მნიშვნელოვანია პასუხი გავცეთ შემდეგ შეკითხვას: „როგორ შევარჩიოთ სწორად მანქანის აუდიო სისტემა?“. ნუ დაგვავიწყდება, რომ მანქანაში არსებული მაღალი ხარისხის სრული ჟღერადობა მფლობელის „სავიზიტო ბარათია“.
ავტომობილების ბევრ ენთუზიასტს მიაჩნია, რომ სისტემის დამონტაჟებისთვის მთავარია „ძალიან მაგარი“ აუდიო მოწყობილობების არსებობა. ერთი მხრივ, ეს მართალიცააა, ვინაიდან მთელი სისტემის შესაძლებლობები და დონე დიდწილად ამაზეა დამოკიდებული, მაგრამ მანქანის აუდიო სისტემის არჩევისას აუცილებლად მაქსიმალური ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. შეეცადეთ შეარჩიოთ ისეთი მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს მკაფიო ხმას და შექმნის სალონში დამატებით მუსიკალურ ფონს.
დღეს მანქანის აუდიო ბაზარი გთავაზობთ მანქანის დინამიკების ფართო სპექტრს. ამიტომ, სანამ იყიდით, მოდით, ვეცადოთ ეტაპობრივად გავარკვიოთ თუ როგორ უნდა შევარჩიოთ სწორი აუდიო სისტემა მანქანისთვის.
მანქანის დინამიკის ტიპები
არსებობს ორი ტიპი:
კოაქსიალური;
კომპონენტი.
თითოეულ მათგანს აქვს გარკვეული უპირატესობები და უარყოფითი მხარეები.
კოაქსიალურ დინამიკებს საკმაოდ საშუალო დონის ტექნიკური მახასიათებლები აქვს. იგი შედგება რამდენიმე თავისგან (დაბალი, საშუალო, მაღალი სიხშირე). ამრიგად, მთელი დიაპაზონი მოთავსებულია ერთ სხეულში. საკმაოდ იაფი ღირს და ინსტალაციაც მარტივია, მაგრამ მინუსი ხმის ხარისხი და კომპონენტების სურვილის მიხედვით მოწყობის შეუძლებლობაა. კოაქსიალური სისტემა კარგია ძირითადად სალონის უკანა მხარეს მოსათასებლად.
კომპონენტის დინამიკები
კომპონენტური დინამიკების დაყენება უფრო რთულია, რადგან იგი შედგება რამდენიმე კომპონენტისგან. ტვიტერები გამოიყენება მაღალი სიხშირის სიგნალების გადასაცემად, ხოლო შუა რიგის დინამიკები გამოიყენება საშუალო სიხშირის ხმის დასარეგულირებლად, რომლებიც განლაგებულია ცალკე.
JBL CS760C - მანქანის მრავალფეროვანი დინამიკები
მანქანის JBL აუდიო სისტემა - კოაქსიალური სამმხრივი დინამიკები, რომლებიც მაღალხარისხიან ხმას გამოსცემს.
სტატიის ავტორი:
2022-05-02
როგორ შევარჩიოთ ვენტილატორი
კონდიციონერის გამოგონებამდე სახლში კომფორტული კლიმატის შექმნის ერთადერთ საშუალებას ვენტილიატორი წარმოადგენდა.
თუმცა თანამედროვე ვენტილიატორები ძალიან გარდაიქმნა და ბევრ თვისებაში ტოლს არ უდებენ ძვირადღირებულ კონდიციონერებს.
გარდა ამისა ვენტილიატორის გამოყენება შეიძლება იქ, სადაც კონდიციონერის დამონტაჟება შეუძლებელია.
კარგი ვენტილიატორი ყველაზე მცირეფასიან კონდიციონერზე იაფია. გარდა ამისა კონდეციონერის დადგმას სჭირდება სპეციალისტი, ალბათ აუცილებელი კედლის გახვრეტა გახდება (თუ გამონგრევა არა).
შედარებაც არ შეიძლება, იმდენად დიდია სხვაობა, ამ ორ ხელსაწყოს შორის ელექტროენერგიის ეკონომიის მხრივ, რა თქმა უნდა ვენტილიატორის სასარგებლოდ.
ვენტილიატორის იატაკზე ან მაგიდაზე დადგმას კი ნებისმიერი შეძლებს, პატარა ბავშვიც კი.
გარდა ამისა ძალიან ცხელი დღეები წლის განმავლობაში არც თუ ისე ბევრია. ამიტომ, ამ მიზეზების გამო ბევრი სწორედ ვენტილიატორს ანიჭებს უპირატესობას.
ვენტილიატორი არ აციებს ჰაერს, მაგრამ ქმნის ჰაერის სასიამოვნო ნაკადს, რომელიც დაგეხმარებათ სიცხის უფრო კომფორტულად გადატანაში.
ვენტილიატორის შეძენა ღირს, თუ:
თუ თქვენთვის არ არის ხელმისაწვდომი კონდეციონერის ფასი;
სააბაზანოში ან ტუალეტში გროვდება არასასიამოვნო სუნი და ნოტიო ჰაერი;
ბინაში ან სახლში არასაკმარისი სუფთა ჰაერია;
გაზის გამწოვის სიმძლავრე საკმარისი არ არის სამზარეულოში კომფორტული პირობების შესაქმნელად;
თუ თქვენს ბინაში ან ოფისში ეწევიან;
არსებობს სხვადასხვა ტიპისა და დანიშნულების ვენტილიატორები, რომლებიც უნდა შეიძინოთ იმის მიხედვით,თუ სად გსურთ მისი გამოყენება.
ვენტილიატორი ტუალეტისთვის
თანამედროვე ტუალეტი წარმოუდგენელია ვენტილიატორის გარეშე. ის აუცილებელია სრული კომფორტისათვის.
ვენტილიატორი ყველაზე მოსახერხებელია ჩამონტაჟდეს სავენტილაციო ხვრელში. ტუალეტისთვის საკმარისია 25-30 მ/3/ს სიმძლავრე.
ზოგი ვენდილიატორი ზონრის საშუალებით ინთება. შეგიძლიათ მეტი კომფორტისათვის ვენტილიატორი შუქის ჩამრთველს შეუერთოთ. აანთებთ შუქს-ვენტილიატორი იმუშავებს.
ასევე არსებობს ტაიმერით აღჭურვილი ვენტილიატორი,ის დაიწყებს მუშაობას მას შემდეგ, როცა თქვენ გახვალთ ტუალეტიდან. როგორც კი გავა თქვენს მიერ დაყენებული დრო(როგორც წესი 5-15 წუთი საკმარისია), ვენტილიატორი ავტომატურად გამოირთვება.
თუ საპირფარეშოს სხვა ოთახებთან აქვს საერთო საჰაერო, რეკომენდირებულია შეიძინოთ ვენტილიატორი უკუქცევითი სარქველით, რათა ჰაერმა ერთი ოთახიდან მეორეში არ ისეირნოს.
ვენტილიატორი აბაზანისათვის
ის აუცილებელია, თუ აბაზანაში გროვდება კონდენსატი და ჰაერი ხდება ნოტიო. ვენტილიატორის დაყენების შემდეგ აბაზანაში სუნთქვა უფრო იოლია, მინები არ იორთქლება, ქრება ნადები და სარეცხიც იოლად შრება.
რაც შეეხება თავად ვენტილიატორს, მთლიანობაში ის ისეთივე სიმძლავრის უნდა იყოს, როგორც საპირფარეშოში.
აბაზანაში მაღალი ტენიანობის გამო რეკომენდირებულია შეიძინოთ ისეთი ვენტილიატორი, რომელსაც ტენიანობის კონტროლი გააჩნია.
როგორც კი ტენიანობა მიაღწევს განსაზღვრულ დონეს, ვენტილიატორი გამოირთვება.
არსებობს ვენტილიატორი, რომელიც აღჭურვილია წყლის წვეთებისგან დამცავი საშუალებით, მაგალითად ვენტილიატორი, რომელიც აღჭურვილია ჟალუზებით.
შესაბამისად ჩართვა-გამორთვის დროს ჟალუზი ავტომატურად გაიღება და დაიკეტება. წყლის შხეფები ვეღარ შეაღწევს ვენტილიატორში, შედეგად თავიდან აიცილებთ მოკლე ჩართვას.
ვენტილიატორი სამზარეულოსთვის
ვენტილიატორი იმ შემთხვევაშია საჭირო, თუ სამზარეულოს გამწოვი ვერ ერევა სამზარეულოში დაგროვილ კვამლსა და სუნს.
სამზარეულოსთვის განკუთვნილ ვენტილიატორებს გაცილებით მეტი სიმძლავრე უნდა ქონდეს, 6 მ/2 სამზარეულოსთვის 120-180 მ/3/ს მწარმოებლობის ვენტილიატორია საჭირო, 10 მ/2 სამზარეულოსთვის 220-300 მ/3ს. შესაბამისად რაც დიდია სამზარეულოს მოცულობა, მით მეტი სიმძლავრის ვენტილიატორია საჭირო.
არსებობს მოდელები, რომელსაც დგამენ სავენტილაციიო ხვრელში, თუ ის უკვე დაკავებული არ არის გამწოვით.
გახსოვდეთ, რომ რეკომენდირებული არ არის არც გამწოვის და არც ვენტილიატორის სავენტილაციო ხვრელში დაყენება, ამით ირღვევა ბუნებრივი ვენტილაცია, ამის გარდა შეიძლება თქვენი სამზარეულოდან გაწოვილი ჰაერი მეზობელთან, ან სხვა ოთახებში მოხვდეს.
ამიტომ, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია თუ ვენტილიატორს ფანჯრის სარკმელში ჩადგამთ, ის იქ ადვილად მოთავსდება და არც სამზარეულოს ესთეტიკურ ხედს გააფუჭებს.
არსებობს ჰაერის შემწოვი და გამწოვი ვენტილიატორები. გამწოვ ვენტილიატორს ოთახიდან გააქვს ჰაერი, შემწოვს კი ქუჩიდან შემოაქვს. სამზარეულოსთვის რეკომენდირებულია გამწოვი ვენტილიატორი.
ვენტილიატორს, რომელსაც შეიძენთ, რეკომენდირებულია აღჭურვილი იყოს კოღოსაწინააღმდეგო ბადით.
ვენტილიატორი თანამედროვე ბინაში
თანამედროვე ბინებში, ძირითადად, მაგიდაზე ან იატაკზე დასადგამი ვენტილიატორები გამოიყენება.
ჩვეულებრივ მაგიდის ვენტილიატორებს აქვს ნაკლები სიმძლავრე და განსაზღვრულია მცირე სივრცეზე კომფორტის შესაქმნელად.
იატაკის ვენტილიატორები კი საკმაოდ მძლავრია იმისათვის, რომ კომფორტი მთელს ოთახში შექმნას.
ძირითადი ფუნქცია, რასაც ასეთი ვენტილიატორი ასრულებს არის ის, რომ შექმნას ჰაერის ნაკადი შენობაში.
ვენტილიატორები აღჭურვილია მუშაობის სისწრაფის, ჰაერის ნაკადის და მიმართულების რეგულიატორებით, რომელიც მომხმარებლის სურვილით რეგულირდება.
იმისათვის, რომ ოთახში შენარჩუნებული იყოს საკმარისი რაოდენობის სუფთა ჰაერი, სპეციალისტები რეკომენდაციას იძლევიან შეიძინოთ უფრო მძლავრი ვენტილიატორი, რომელსაც ტენიანობის კონტროლის მაჩვენებელი გააჩნია.
ასეთი ვენტილიატორის უპირატესობა ისაა, რომ ის ხელს უწყობს შენობაში ოპტიმალური მიკროკლიმატის შენარჩუნებას, ამავდროულად კი არ მოიხმარს დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას.
რა თქმა უნდა მნიშვნელობა აქვს დიზაინსაც. თანამედროვე ვენტილიატორები მრავალფეროვანია როგოც ფუნქციური, ასევე დიზაინერულო თვალსაზრისით, ამიტომ ამ მხრივ არჩევანის გაკეთება არ გაგიჭირდებათ.
თანამედროვე, მრავალფეროვანი ფუნქციებით აღჭურვილ ვენტილიატორს კომპლექტში აუცილებლად უნდა მოჰყვებოდეს მართვის პულტი, რომლის საშუალებითაც სიჩქარეების გადართვა, შუქის, სიმაღლის და სხვა ფუნქციების რეგულირება მოხდება მარტივად და კომფორტულად ფეხზე ადგომისა და ვენტილიატორთან მისვლის გარეშე.
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ვენტილიატორის შეძენის დროს
სტატიის ავტორი:
2022-05-02
თმის სახვევი
იმის მიუხედავად, თუ როგორ თმებია მოდაში, ხუჭუჭა და ტალღოვანი თმები ყოველთვის ამშვენებს ქალის ვარცხნილობას და ანიჭებს თმებს სტილსა და მოცულობას.
ხუჭუჭა თმები ნატურის შემოქმედებითობასა და რომანტიკულობაზე მიანიშნებს, ხოლო გემოვნებით გაკეთებული კულულები ქალურობასა და ელეგანტურობას უსვამს ხაზს.
არსებობს თმის დახვევის ქიმიური და ბიო (ბუნებრივი) მეთოდები, რომელსაც სილამაზის სალონი და პროფესიონალი სტილისტი სჭირდება. თუ თმის ქიმიური დახვევა ზიანს აყენებს თმას ისეთი ბრუტალური შეამადგენლობის გამო, როგორიცაა - ამიაკი და წყალბადის პიროქსიდი, რომლებიც შლის თმის სტრუქტურას და დიდ ზიანს აყენებს მას
თმის თმის ბიო დახვევა თავისი სტრუქტურით ქიმიური დახვევის იდენტურია, თუმცა არ შედგება ამიაკისა და წყალბადის პიროქსიდისგან. მის შემადგენლობაშია ცისტინი - ცისტეამინ ქლორჰიდრატი – ორგანული ცილა, რომელიც არა თუ არ აზიანებს თმას, არამედ, როგორც სტრუქტურული ცილების ანალოგი, აუმჯობესებს თმის ხარისხს და ანიჭებს მას ბზინვარებას.
იმისათვის, რომ თმის დახვევა / დახუჭუჭება სილამაზის სალონში წასვლისა და სტილისტის გარეშეც შეძლოთ, არსებობს შესანიშნავი ელექტრონული მოწყობილობა - თმის დასახვევი, რომელიც ზედმეტ ხარჯებს აგარიდებთ თავიდან, რადგან თმის დახვევა / დაკულულებას და სასურველი ვარცხნილობის დაყენებას, სახლის პირობებშიც შესძლებთ.
ხარისხიანი თმის დასახვევის შეძენა, ერთი შეხედვით მარტივი ამოცანაა - წახვალთ და იყიდით! - თუმცა სულაც არ არის ასე.
ცუდად შერჩეული თმის გამაცხელებელით არა თუ ვერ შეძლებთ თმების დახვევას, კულულების გაკეთებას და სასურველი ვარცხნილობის გაკეთებას, არამედ მან შეიძლება თმების დაზიანებაც კი გამოიწვიოს.
ამის მიზეზია ის, რომ თანამედროვე თმის დასახვევი არ არის მხოლოდ თმის დასახვევი გამაცხელებელი ელემენტი, იგი შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის, ხარისხის და სხვადასხვა მიზნისთვის განკუთვნილი, რამაც შეიძლება გამოცდილი მყიდველიც კი შეიყვანოს შეცდომაში.
ამიტომ, მოკლედ მიმოვიხილოთ, თუ რა ტიპის ხელსაწყოა იგი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება შეძენის დროს.
თმის დასახვევის ტიპები
არსებობს ოთხი ტიპის თმის დასახვევი:
• თმის დასახვევი მომჭერით - მისი ზედაპირის დიამეტრი ერთნაირია მთელს სიგრძეზე.
• თმის დასახვევი მომჭერის გარეშე (კონუსური) - მისი ზედაპირის დიამეტრი იცვლება - ფართოა სახელურთან და ვიწროვდება ხელსაწყოს ბოლოსკენ (ბუნიკისკენ).
• თმის დასახვევი ცვლადი საცმებით - ასეთ ხელსაწყოს კომპლექტში მოჰყვება სხვადასხვა ტიპისა და დიამეტრის ცვლადი საცმები.
• თმის ავტომატური დასახვევი - ეს არის, კომპანია BaByliss - ის მიერ შექმნილი მოწყობილება კულულების ავტომატურად შესაქმნელად.
თმის დასახვევი მომჭერით
სტანდარტულია და მოსახერხებელი. მისი მოხმარება ძალიან მარტივია - საკმარისია დაახვიოთ თმა ხელსაწყოს საშუალებით, დაატრიალოთ ხელსაწყო ღერძის გარშემო, მოუჭიროთ მომჭერი და გააჩეროთ - კულული მზადაა.
აღსანიშნავია, რომ ყველა ამ მანიპულაციის შესრულება ერთი ხელითაც არის შესაძლებელი (ეს მოეწონებათ იმ ქალბატონებს, ვისაც ერთდროულად უყვართს რამდენიმე საქმის კეთება.
გასათვალისწინებელია, რომ ასეთი თმის დასახვევით გაკეთებული კულულები ყველას არ მოსწონს, რადგან კულულების მოცულობა (სისქე), თმის მთელს სიგრძეზე ერთნაირია, რაც მართალია ლამაზია, მაგრამ ცოტათი ხელოვნურის შთაბეჭდილებას ქმნის.
თმის დასახვევი მომჭერის გარეშე
ასეთი თმის დასახვევი არ არის აღჭურვილი მომჭერით, მაგრამ სამაგიეროდ იძლევა საოცრად ბუნებრივი კულულების გაკეთებისა და მისი მოცულობის ვარირების საშუალებას.
ბევრ ქალბატონს ეშინია ასეთი თმის დასახვევის გამოყენების, რადგან მას მოუხერხებლად თვლიან, თუმცა ეს სულაც არ არის ასე.
მართალია ასეთ თმის დასხვევს არა აქვს მომჭერი, მაგრამ თმის დაფიქსირება ხდება ხელის საშუალებით, რაც მოსახერხებელია და სრულებით არ არის საშიში, რადგან დასახვევის ბოლო, ქვედა ნაწილი არ ცხელდება. ამას გარდა კომპლექტში მას მოჰყვება თერმოდამცავი ხელთათმანები.
ერთი სიტყვით, ვისაც ხიბლავს სიახლე და მრავალფეროვნება, არჩევანი სწორედ ასეთი ტიპის თმის დასახვევზე უნდა გააკეთოს.
თმის დასახვევი ცვლადი საცმებით
ექსპერიმენტების მოყვარულთათვის კარგი არჩევანი იქნება თმის დასახვევი მრავალფეროვანი ცვლადი საცმე ბით.
კომპლექტაციაში შეიძლება შედიოდეს : სწორი, კონუსური, მრგვალი, ოვალური, სპირალური და სხვა ტიპის საცმები.
პოპულარობით სარგებლობს სწორკუთხოვანი, ორმაგი და სამმაგი დახვევისთვის განკუთვნილი ზიგზაგისებური მაშები, აგრეთვე მაშები ტექსტურაიზერი - თმებზე სხვადასხვა ფიგურული ეფექტების შესაქმნელად.
განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს თმის დასახვევი საცმების ორიგინალური ტიპები, მაგალითად როგორიცაა - საცმები გოფრირებული ფირფიტებით.
თმაზე, ასეთი ფირფიტებით აღჭურვილი საცმების ზემოქმედებით, შესაძლებელია მოდური ვარცხნილობა - „გოფრეს“ გაკეთება. ტალღოვანი თმებისა და კულულების ზომა და სიხშირე დამოკიდებულია მრავალფეროვანი გოფრირებული ფირფიტების ზედაპირის თვისებებზე.
სხვადასხვა გოფრირებული საცმების საშუალებით შესაძლებელია ტალღოვანი თმების სხვადასხვა ეფექტების შექმნა.
არსებობს საცმი, რომელსაც წყლის რეზერვუარი გააჩნია. ასეთი საცმი ყველაზე უსაფრთხოა, რადგან აცხელებს თმას ორთქლის საშუალებით და არ იწვევს მის გადახურებასა და ტრამვირებას.
კარგია თუ თმის დასახვევს ექნება საცმი - უთო, რათა სურვილის შემთხვევაში შეძლოთ თმების გასწორება და არ დაგჭირდეთ ცალკე თმის უთოს შეძენა.
ზოგიერთი საცმის ზედაპირი დამუშავებულია ვერცხლის ნანონაწილაკებით, რომლებიც დადებითად მოქმედებენ თმაზე, რადგან როგორც ცნობილია, ვერცხლი გამოირჩევა ანტიბაქტერიალური თვისებებით.
თმის ავტომატური დასახვევი
ეს არის ავტომატური ელექტროინსტრუმენტი, რომელიც „ისრუტავს“ თმას და რამდენიმე წამის შემდეგ გადააქცევს მას კულულად.
სხვათა შორის, ფორმისა და მომავალი კულულების მიმართულების მიცემა მოწყობილობაზე წინასწარაა შესაძლებელი, სასურველი პარამეტრების მითითებით.
ასეთი მოწყობილობის ყველაზე დიდი პლიუსი, მისი საშუალებით კომფორტული მუშაობაა. საკმარისია გამოაცალკავოთ თმის ნაწილი, მოათავსოთ აპარატში და სულ ეს არის. „ჭკვიანი“ ელექტროინსტრუმენტი დანარჩენს თავად გააკეთებს.
ერთადერთი მისი მინუსი - მაღალი ფასია, რადგან იგი ფასით საგრძნობლად განსხვავდება სხვა თმის დასახვევებისგან.
დიამეტრი
სასურველი ვარცხნილობის გაკეთების დროს, დიდი მნიშვნელობა აქვს თმის დასახვევის მაშების დიამეტრს. სწორედ ის განაპირობებს კულულების ზომას.
თანამედროვე თმის დასახვევებში, მაშების დიამეტრი მერყეობს - 13-დან 35 მმ-მდე. ყველაზე მცირე დიამეტრის მაშის საშუალებით, შეიძლება პატარა ზომის და მოქნილი კულულების გაკეთება.
25 მმ დიამეტრის მაშის გამოყენება კარგია დიდი ზომის კულულების გასაკეთებლად. ხოლო ყველაზე დიდი დიამეტრის მაშით, დიდი მოცულობის ვარცხნილობისა და დიდი ზომის ტალღოვანი თმის გაკეთებაა შესაძლებელი.
გარდა კულულების ზომისა, მაშების დიამეტრის არჩევანი დამოკიდებულია თმის სიგრძესა და სტრუქტურაზე. კულულების გაკეთება ისეთი თმისგან, რომელიც მტვრევადია და რთულად ექვემდებარება დახვევას, უმჯობესია ყველაზე მცირე დიამეტრის მაშების საშუალებით.
მძიმე და გრძელი თმების დასახვევად უმჯობესია დიდი დიამეტრის მაშები. გაითვალისწინეთ, რომ მაშის დიამეტრის ზომა, უნდა იყოს სასურველი კულულის ზომაზე ნაკლები.
კონუსური (მომჭერის გარეშე) თმის დასახვევები შეიძლება უნივერსალურად ჩაითვალოს, რადგან იგი იძლევა მაშის დიამეტრის ცვლილების საშუალებას ისე, რომ გამოყენებული იქნას მხოლოდ ერთი ინსტრუმენტი.
სიმძლავრე / ოპტიმალური ტემპერატურა
რაც უფრო მეტია თმის დასახვევის სიმძლავრე, მით უფრო სწრაფად მოხდება მისი გაცხელება, ანუ მუშა მდგომარეობაში მოყვანა.
თანამედროვე, პროფესიონალურ მოდელებში, სიმძლავრის მაჩვენებელი მერყეობს 25-90 ვატის ფარგლებში, თუმცა ასეთ ხელსაწყოებს დიდი გაბარიტები აქვს და მათი გამოყენება შედარებით მოუხერხებელია.
სახლის პირობებში, კარგი ხარისხის თმის დასახვევის გამოყენებისთვის, სრულიად საკმარისია 25-50 ვატი სიმძლავრე. ამ სიმძლავრის ხელსაწყო ცხელდება დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში.
რაც შეეხება ტემპერატურულ რეჟიმს, იგი თმის დასახვევებში მერყეობს 100 - დან 200 გრადუსამდე. უფრო მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში შესაძლებელია რთული ვარცხნილობების გაკეთება, თუმცა ამ შემთხვევაში თმების დაზიანების რისკი საკმაოდ მაღალია.
სასურველი ტემპერატურის შესაჩვევად და მისი რეგულირებისთვის, მიზანშეწონილია თუ თმის დასახვევს ექნება ტემპერატურის რეგულირების ფუნქცია.
ტემპერატურის რეგულირება
თმები, ისევე როგორც ადამიანები, განსხვავდება ერთმანეთისგან. ზოგი თმა სქელია და უხეში, ზოგი თხელი და მტვრევადი, ზოგი შეღებილი და ა.შ.
აქედან გამომდინარე, თუ ერთი ტიპის თმისთვის გარკვეული ტემპერატურა არის უსაფრთხო, შესაძლოა სხვა ტიპის თმისთვის იგივე ტემპერატურის ზემოქმედება აღმოჩნდეს ზიანის მომტანი.
მაგალითად, რაც უფრო დაზიანებული და თხელია თმა, მით უფრო დაბალი ტემპერატურის გამოყენებაა საჭირო მის დასამუშავებლად (მაქსიმუმ 100-150), ხოლო უხეში, შეუღებავი თმის დასახვევად რეკომენდებულია მაღალი ტემპერატურა (200-250), რადგან თმა ნაკლებად ზიანდება და კულულების შენარჩუნება უფრო დიდხანს არის შესაძლებელი.
ამის გამო, თანამედროვე თმის დასახვევების უმრავლესობა, აღჭურვილია თერმორეგულიატორით, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ტემპერატურისა და მუშაობის რეჟიმების რეგულირება.
ყველაზე ბიუჯეტურ მოდელებში, ასეთი რეგულიატორი წარმოადგენს მბრუნავ რგოლს თმის დასახვევის სახელურზე, ან მცოცავ გადამრთველს რამდენიმე პოზიციაში.
ხოლო ძვირადღირებულ, მაღალხარისხიან მოდელებში, ტემპერატურის რეგულირება ხდება კლავიშებით, ხოლო მისი მნიშვნელობა ნაჩვენებია თმის დასახვევში ჩამონტაჟებულ დისპლეიში (რაც ძალიან მოსახერხებელია, რადგან გეცოდნებათ ზუსტი ტემპერატურული რეჟიმი და არა მიახლოებითი).
ტემპერატურის რეგულირების კიდევ ერთი უპირატესობაა ის, რომ ამ ფუნქციის საშუალებით შესაძლებელია თმის კულულებს მისცეთ სხვადასხვა ფორმა და მოცულობა. ასე, რომ თმის უსაფრთხოებისა და ხელსაწყოს კომფორტული მოხმარებისთვის, რეკომენდებულია აირჩიოთ თმის დასახვევი, ტემპერატურის რეგულირების ფუნქციით.
ზედაპირის მასალა
მასალა, რისგანაც არის დამზადებული თმის დასახვევის მუშა ზედაპირი, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია არჩევანის გაკეთების დროს. სწორედ ფირფიტების მასალაზეა დამოკიდებული თმის დაახვევის პროცესის უსაფრთხოება და თმების მდგომარეობა დაკულულების შემდეგ.
სხვადასხვა მწარმოებელი მაშებისა და ფირფიტების დასაფარად იყენებს სხვადასხვა ზედაპირს: იონურ-კერამიკული, ტურმალინის, ტეფლონის, ტიტანის და ალმასის საფარით დაფარული.
მეტალი - უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული მაშების გაცხელებას დიდი დრო სჭირდება, შესაბამისად თმის დასახვევადაც მეტი დროა საჭირო.
თმის დასახვევს, რომელსაც უჟანგავი მეტალის მაშები გააჩნია, არა აქვს თერმორეგულიატორი და არ გამოყოფს ორთქლს. იგი ზედმეტად ახურებს თმას, აშრობს მას და უკარგავს სილამაზეს.
ამავე დროს, უჟანგავი ფოლადის მაშები არ სრიალებს თმებზე და შეიძლება გარდიგარდმო ზოლებიც კი დატოვოს დაკულულებული თმის არეში.
იონურ-კერამიკული მაშები - შეიცავს დამუხტულ ნაწილაკებს, რომელიც დადებითად მოქმედებს თმაზე, ანოტივებს მას, მატებს მოქნილობას, აღადგენს თმას და ანიჭებს მას ბზინვარებას.
ტურმალინი - წარმოადგენს ბუნებრივ კონდიციონერს. იგი კრისტალების ნარევია, რომლის გაცხელებისას გამომუშავდება უარყოფითი იონები, რომლებიც დადებითად მოქმედებს თმაზე, გამორიცხავს მის აბურდვასა და აწეწვას გამოყენების პროცესში, ანიჭებს თმას სიჯანსაღეს.
ტეფლონის და ტიტანის საფარით დაფარული მაშები - ასევე აჯანსაღებს თმას, არ წვავს და ხდის მას სრიალასა და აბრეშუმისებრს, არ იწებებს თმაზე დასხმულ სხვადასხვა გელებსა და მუსებს, იდეალურია ნებისმიერი სიგრძის თმისათვის. დახვევის შემდეგ, თმა არის იდეალურ მდგომარეობაში და შედარებით დიდხანს ინარჩუნებს ასეთ სახეს.
ალმასის საფარი - დაფარული გამაცხელებელი ფირფიტები ზემოთ აღნიშნულ ყველა დადებით თვისებასთან ერთად გამოირჩევა იმით, რომ ის არის ზეგამძლე მასალა და მასზე მუდმივ გარანტიას იძლევიან.
დამატებითი ფუნქციები
მწარმოებლები ზრუნავენ, რომ თანამედროვე პროფესიონალური თმის დასახვევი კომპაქტური და ამავდროულად ყველა საჭირო ფუნქციით აღჭურვილი იყოს.
თანამედროვე თმის დასახვევებში გამოყენებულია იონური კონდიცირებისა და კომპიუტერული დიზაინის ტექნოლოგიები.
ასეთი მოდელები აღჭურვილია თხევადკრისტალური დისპლეით, ელექტრონული თერმორეგულიატორით და ტემპერატურის ინდიკატორით.
»» იონიზაცია - თანამედროვე მოდელებში ხშირად გვხვდება იონიზაციის ფუნქცია, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს თმის კანის მდგომარეობას. გააჩნია ანტიბაქტერიული თვისებები და ანიჭებს თმას ბზინვარებას.
»» ბურთულოვანი კაბელი - რეკომენდებულია, თუ თმის დასახვევის კაბელს ექნება მბრუნავი, ბურთულოვანი მოძრაობის რეჟიმი, ხოლო კაბელის სიგრძე არ იქნება 1,5-2 მეტრზე ნაკლები.
»» უსადენო თმის დასახვევი - არსებობს უკაბელო თმის დასახვევები, რომლებიც იმუხტება უსადენოდ, სპეციალური, დასამუხტი სადგარის საშუალებით.
»» ავტომატური გამორთვის რეჟიმი (თუ გამორთვა დაგავიწყდათ, თმის დასახვევი ავტომატურად გამოირთვება ერთ საათში);
»» PTC Heating (და მსგავსი: Aqua Ceramic, Aqua Ionic, Floating plates) - ტექნოლოგიები, რომლებიც სწრაფად ახდენენ ტემპერატურის სტაბილიზაციას, რის გამოც არ ხდება თმების გადახურება და გამოშრობა, იგი ინარჩუნებს ჯანმრთელობასა და სილამაზეს.
»» ხმოვანი სიგნალი - საჭირო ტემპერატურამდე გაცხელების დროს;
»» დიოდური ეკრანი;
»» ტემპერატურული რეჟიმის ციფრული რეგულირება;
»» ტურბო რეჟიმი;
»» და სხვა...
პს
აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ აბსოლიტურად უსაფრთხო არც ერთი თმის დასახვევი, უთო თუ ფენი არ არის და მათი გამოყენებისას, გარკვეული ზომებისა და სიფრთხილის დაცვაა საჭირო.
მაგალითად, რეკომენდებულია მათი გამოყენება - კვირაში 1-2-ჯერ. მეტი სიხშირით გამოყენებით უკვე საფრთხე ექმნება თმის ჯანმრთელობას.
მაგრამ, სწორად შერჩეული და გონივრულად გამოყენებული თანამედროვე თმის დასახვევი, არა მარტო დაგეხმარებათ მომხიბლავი და განსხვავებული ვარცხნილობა გქონდეთ, არამედ დაიცავს თქვენს თმას გადახურებისა და ბაქტერიებისგან.
შეძენის დროს, ყურადღება მიაქციეთ თმის დასახვევის ბრენდს, ხარისხს, კარგად ჩამოყალიბდით თუ რომელი ფუნქციებია თქვენთვის მნიშვნელოვანი და თუ მრავალფეროვნება გხიბლავთ, არჩევანი გააკეთეთ ცვლადი, მრავალფეროვანი საცმებით დაკომპლექტებულ თმის დასახვევზე.
სტატიის ავტორი:
2022-05-02
როგორ შევარჩიოთ ელექტრო ჩაიდანი
ელექტროჩაიდანი სამზარეულოს ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია, რომლით სარგებლობაც ყოველდღიურ აუცილებლობას წარმოადგენს.
დღესდღეობით ელექტროჩაიდნები ბაზარზე ფართო სპექტრითაა წარმოდგენილი და არჩევნის გაკეთება სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს, თუმცა სასურველია თუ ელექტროჩაიდანი ხარისხიანი და მოსახმარად კომფორტული იქნება.
განვიხილოთ განსაკუთრებული მომენტები, რომელზეც აუცილებელია ყურადღების გამახვილება ელექტროჩაიდანის არჩევის დროს.
1) გამათბობელი ელემენტი;
2) მოცულობა;
3) ფილტრები;
4) ელექტროენერგიის მოხმარება;
5) მასალა;
6) მწარმოებელი ფირმა;
ელექტროჩაიდნის ტიპები, გამათბობელი ელემენტი
არსებობს სამი ტიპის ელექტროჩაიდანი:
1) ელექტროჩაიდანი სპირალით;
2) ელექტროჩაიდანი დისკით;
3) ელექტროჩაიდანი თერმოსი (თერმოპოტი);
თქვენ აუცილებლად უნდა დაინტერესდეთ როგორი გამათბობელი ელემენტი ექნება თქვენს ელექტროჩაიდანს.
რა თქმა უნდა უმჯობესია შეიძინოთ ელექტროჩაიდანი. რომლის გამათბობელი ელემენტი დისკია, რადგან დისკს აქვს უფრო დიდი მოცულობა, რის გამოც წყალი უფრო სწრაფად დუღდება.
მეორე მიზეზია ის, რომ თქვენ არ გიხდებათ ზრუნვა იმის შესახებ, საკმარისია თუ არა თქვენს ელექტროჩაიდანში წყალი და დაფარულია თუ არა სპირალი.
რადგან თუ ის მთლიანად დაფარული არ არის, ან დაფარულია ნაწილობრივ, ჩაიდანი შეიძლება ძალიან მალე გადაიწვას მაღალი ტემპერატურის გამო.
გვხვდება ხოლმე მოოქროვილი სპირალი, დისკის მოოქროვება არ ხდება, მაგრამ ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ასეთ რამეს მხოლოდ მომხმარებლის მოსაზიდად აკეთებენ. მოოქროვება არავითარ ეფექტს არ იძლევა, თუმცა ზოგიერთი ფირმის პოზიციით მოოქროვება ნადების საწინააღმდეგო საშუალებაა.
თერმოპოტი - ელექტროჩაიდნისა და თერმოსის ჰიბრიდია, რომელსაც შეუძლია შეინარჩუნოს წყლის ტემპერატურა ადუღებიდან 24 საათის განმავლობაში. ზოგიერთი მოდელები, წყლის ტემპერატურას გაცილებით დიდი ვადითაც ინარჩუნებენ ხოლმე, რაც გარდა იმისა, რომ ძალიან კომფორტულია, ეკონომიურიცაა (ელექტროენერგიის დაზოგვის თვალსაზრისით), რადგან აღარ არის საჭირო წყლის კვლავ და კვლავ ადუღება.
თერმოპოტში წყლის ტემპერატურა 95-98 გრადუსის დონეზე რჩება ადუღებიდან 5-6 საათის განმავლობაში, ხოლო ამ დროის გასვლის შემდეგ, წყლის ტემპერატურა 80 გრადუსის ფარგლებში ნარჩუნდება.
სხვადასხვა თერმოპოტი აღჭურვილია სხვადასხვა ფუნქციებით, მაგალითად პრაქტიკულად ყველა თერმოპოტს გააჩნია გარკვეულ ტემპერატურულ რეჟიმზე დაყენების ფუნქცია - ჩაის, ან ყავის მოდუღებისთვის, ბავშვის საკვების დამზადებისთვის და სხვა საჭიროებისთვის.
ზოგიერთი თერმოპოტის მოდელი აღჭურვილია დაბალი დონის ორთქლის წარმოქნის ფუნქციით.
იმისათვის, რომ წყალი ჩაასხათ ჭიქაში, საჭირო არ არის თერმოპოტის დახრა. ყველა მოდელს გააჩნია წყლის ელექტრონასოსით მიწოდების ფუნქცია და სხვა ფუნქციები. არსებობს ყველა ზომის თერმოპოტები 2 - დან 5 ლიტრამდე.
აღსანიშნავია, რომ ელექტროიჩაიდნისგან განსხვავებით, თერმოპოტი ხარჯავს უფრო ნაკლებ ელექტროენერგიას, რადგან მას სჭირდება სულ რაღაც 0,7-0,8 კვტ სიმძლავრე.
თერმოპოტის კორპუსი დამზადებულია სპეციალური, თერმოგამძლე მასალისგან, რომელიც უნარჩუნებს ადუღებულ წყალს ტემპერატურას ისე, რომ ამ დროს კორპუსი გარედან ცივი რჩება.
სამოვარი - თანამედროვე, ორიგინალური ელექტრონული ელექტროჩაიდანი, რომელსაც მრგვალი ფორმები და ქვედა ნაწილში ჩამონტაჟებული გამათბობელი გააჩნია.
რაც შეეხება ზედა ნაწილს, იქ მოთავსებული ნაყენის (ფერის) დასაყენებელი პატარა ჩაიდანი, რომელიც იმავდროულად თავსახურის ფუნქციასაც ასრულებს. ამას გარდა, მას გააჩნია კორპუსზე განთავსებული მოსახერხებელი ონკანი.
ასეთ სამოვრებს ძირითადად დეკორაციის სილამაზისთვის და ორიგინალურობისთვის იყენებენ, თუმცა იგი ფლობს თითქმის ყველა იმ აუცილებელ და საჭირო ფუნქციებს, რასაც ჩვეულებრივი, თანამედროვე ელექტროჩაიდნები.
მოცულობა
ამის გასაწყვეტა საკმაოდ იოლია, ფირმების მიერ წარმოდგენილია ელექტროჩაიდნები, რომელთა მოცულობა 0,5-დან 2 ლიტრამდეა.
უფრო მეტად გავრცელებულია და გვხვდება ელექტროჩაიდნები, რომელთა მოცულობა 1,5-1,8 ლიტრია.
გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო დიდი მოცულობისაა ჩაიდანი, რა თქმა უნდა მით უფრო მეტი რაოდენობის წყალს აადუღებს იგი, თუმცა შესაბამისად მოიხმარს მეტ ელექტროენერგიას.
ასე რომ თქვენი გადასაწყვეტია რა მოცულობის ჩაიდანი გჭირდებათ.
ფილტრები
ბევრი მწარმოებელის მიერ გამოშვებულ ელექტროჩაიდანს ერთი ან ორი ფილტრი აქვს. პირველი ფილტრი განთავსებულია იქ, საიდანაც ჩაიდანში ისხმება წყალი. იგი იცავს ჭუჭყისგან, რომლიც შეიძლება მასში წყლის ონკანიდან მოხვდეს.
ჩვეულებრივ, ფილტრად ლითონის ან პლასტმასის წვრილი ბადეა ხოლმე გამოყენებული.
არსებობს ელექტროჩაიდანი, რომელსაც ნახშირის ფილტრი აქვს. მართალია ეს გარკვეულწილად ართულებს წყლით ავსებას, მაგრამ სამაგიეროდ ჩაიდანში მაქსიმალურად გაფილტრული და სუფთა წყალი ხვდება.
თუმცა არის ერთი პრობლემა, დაზიანების შემთხვევაში ასეთი ფილტრების ცალკე შეძენა თითქმის შეუძლებელია.
ელექტროჩაიდანი ამ ფილტრის გარეშე ჩვეულებრივად, უპრობლემოდ იმუშავებს, მაგრამ მეორე ფილტრი, რომელიც ჩაიდანს აქვს ცხვირის ნაწილში იმ ადგილზე, საიდანაც უნდა ჩამოასხათ წყალი, მისთვის უბრალოდ აუცილებელია.
ეს იმისათვის, რომ ფინჯანში, რომელიც განკუთვნილია ჩაისთვის ან ყავისათვის, არ მოხვდეს ჩაიდნის ნადები.
ასე რომ თუ თქვენ მოგეწონათ ჩაიდანი, რომელსაც არა აქვს პირველი ფილტრი, ეს პრობლემას არ წარმოადგენს, მაშინ, როცა მეორე ფილტრის არსებობა აუცილებელია.
არსებობს ჩაიდანი, რომელსაც წყლის გაფილტვრის უნიკალური მექანიზმი გააჩნია, ის წარმოადგენს წყლის მფილტრავი მოწყობილობისა და ჩაიდანის ჰიბრიდს.
მასალა
ძირითადად არსებობს 5 ტიპის მასალა:
1. პლასტმასი;
2. მეტალი;
3. მეტალი + პლასტმასი;
4. მინა;
5. კერამიკა;
ოთხივე ტიპის მასალა კარგია და პრაქტიკული, თუმცა მეტალის ელექტროჩაიდანი, მიუხედავად შედარებით ეფექტური დიზაინისა, გაცილებით რთული მოსავლელია ვიდრე პლასტმასის ელექტროჩაიდანი.
რაც შეეხება მინას, გვხვდება მინის კოლბიანი, შუშის ელექტროჩაიდნებიც, მინა ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა მასალაა, თუმცა მოსავლელად რთული და ამვე დროს მისი დაზიანების (გატეხვის) შანსიც მაღალია.
კერამიკა ლამაზი და ორიგინალურია, თუმცა იგი თვისებებით (დადებითი+უარყოფითი) ძალიან ჰგავს მინას. იგი ნეიტრალურია წყალთან, ამიტომ მიიჩნევა ეკოლოგიურად სუფთად.
კერამიკა შეიძლება იყოს როგორც მსუბუქი და მყიფე, ასევე მტკიცე და მძიმე. მისი ერთ-ერთო მთავარი კოზირია ის, რომ ძალიან უხმაუროა მუშაობის დროს.
ასე რომ აქაც არჩევანი თქვენზე და თქვენს გემოვნებაზეა.
სიმძლავრე, ელექტროენერგიის მოხმარება
ელექტროჩაიდანი საკმაოდ მძლავრი ელექტრონული ხელსაწყოა. მის მიერ მოხმარებული სიმძლავრე 1000-დან 3000-მდე ვატს შეადგენს.
შედარებისთვის - მიკროტალღური ღუმელი მაქსიმუმ 1600 ვატს მოიხმარს.
ამიტომ თუ თქვენ დიზაინთან და სხვა მონაცემებთან ერთად ეკონომიაც გაინტერესებთ, შეიძინეთ შესაბამისი სიმძლავრის ჩაიდანი, განსხვავება დაბალი და მაღალი სიმძლავრის ელექტროჩაიდნით წყლის ადუღების დროში უმნიშვნელოა, ელექტროენერგიის ეკონომია კი საგრძნობი.
გარდა ამისა, მართალია მაღალი სიმძლავრის ელექტროჩაიდანი რამდენადმე სწრაფად ადუღებს წყალს, მაგრამ ასეთ ჩაიდანში, შესაბამისად ხმაურის დონეც შედარებით მაღალია.
არსებობს ელექტროჩაიდანის სიმლავრის კიდევ ერთი მაჩვენებელი - სითბოს შენარჩუნებისმ რომელიც მერყეობს 120-200 ვატს შორის. თუმცა ეს მაჩვენებელი ძირითადად გვხვდება სამოვარის ტიპის ელექტროჩაიდნებში.
შეერთების დროს ყურადღება მიაქციეთ და ამოირჩიეთ შტეფსელი, რომელიც გაუძლებს თქვენი ელექტროჩაიდანის სიმძლავრეს.
დამატებითი ფუნქციები
არსებობს და სამომხმარებლო ბაზარზე წარმოდგენილია ახალი კლასიფიკაციის ელექტროჩაიდნები, რომლებიც მთელი რიგი დამატებითი ფუნქციებით არის აღჭურვილი.
ეს დამატებითი ფუნქციები სხვადასხვა დანიშნულებისთვისაა განკუთვნილი და ელექტროჩაიდნების მოხმარებას გაცილებით კომფორტულს ხდის, მაგალითად:
ტემპერატურული რეჟიმები - ელექტროჩაიდნის საშუალებით შესაძლებელია წყლის ადუღება 40, 60, 80 და 100°C ტემპერატურაზე. ეს საკმაოდ მოსახერხებელი ფუნქციაა, რადგან თუ წყლის მხოლოდ გათბობა გსურთ - რეჟიმი - 40°C, კერძების დამზადება - რეჟიმი - 60°C, ჩაი ან ყავა - რეჟიმი 80°C, ფაფებისა და სუფების დასამზადებლად - რეჟიმი - 100°C.
სითბოს შენარჩუნების რეჟიმი - შესანიშნავი რეჟიმია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია, წყლის ტემპერატურის განსაზღვრული დონის შენარჩუნება ჩაიდანში.
დამახსოვრების რეჟიმი - ღილაკზე ერთი ხელის დაჭერით შეიძლება ჩაირთოს რეჟიმი, რომელიც ბოლოს იყო გამოყენებული (ბოლოს შესრულებული ოპერაცია).
სპეციალური ფილტრი - ეს ფილტრი წმენდს წყალს და იცავს ჩაიდანს ნადებისაგან.
წყლის მაჩვენებლის ინდიკატორი - ელექტროჩაიდანს კორპუსზე გააჩნია ინდიკატორი, რომელიც უჩვენებს, თუ რა რაოდენობის წყალია ჭურჭელში.
ავტომატური გამორთვის რეჟიმი - ჩვეულებრივ, ელექტროჩაიდნები ავტომატურად ითიშება, როდესაც წყლის ტემპერატურა მიაღწევს 100°C -ს (ეს ფუნქცია გააჩნია, ყოველ შემთხვევაში უნდა გააჩნდეს ნებისმიერ ელექტროჩაიდანს).
ავტომატური გამორთვის რეჟიმი (თუ ჩაიდანში წყლის ჩასხმა დაგავიწყდათ) - ეს მნიშვნელოვანი ფუნქციაა, რადგან იგი არა მარტო იცავს ჩაიდანს გადაწვისგან, არამედ გამორიცხავს ხანძრის შესაძლებლობას)
ხმოვანი სიგნალი წყლის ადუღების შემდეგ - როგორც კი წყალი ადუღდება, ელექტროჩაიდანი იძლევა ხმოვან სიგნალს.
ჩაიდანში ჩაის დამზადების შესაძლებლობა - ჩაიდანში (ან მის თავზე) მოთავსებულია სპეციალური კალათი, რომელშიც იყრება ჩაი, შემდეგ მიცემთ სასურველ დროს (სხვადასხვა ტიპის ჩაისთვის, დრო სხვადასხვაა), წყლის ადუღების შემდეგ, ჩაით სავსე კალათი ავტომატურად ჩაეშვება წყალში და ხდება ჩაის დაყენება.
განათება - ჩაიდანი, ჩართვის მომენტში, სპეციალური შუქითაა განათებული, ხოლო როცა წყალი ადუღდება, განათების ფერი იცვლება, რაც წყლის ადუღებაზე მიანიშნებს.
კაბელის დახვევის რეჟიმი - შესაძლებლობას იძლევა ავტომატურად დაიხვეს და ჩაიმალოს ჩაიდნის კორპუსში კაბელის ზედმეტი სიგრძე.
ჩართვა-გამორთვის და სხვა ფუნქციების ინდიკატორები - ინდიკატორები მიუთითებს ჩართულია თუ გამორთული ჩაიდანი, ან მისი რომელი ფუნქციაა ჩართული (მაგალითად წყლის დონის ინდიკატორი და ა.შ)
ელექტროჩაიდნის კორპუსის ბრუნვის რეჟიმი - შესაძლებელია ელექტროჩაიდანმა 360° - ით იბრუნოს გამათბობელი ქვესადგარის (ფსკერის) ირგვლივ.
ჩაიდნის დაცურების საწინააღმდეგო ფეხები - ელექტროჩაიდნის ფეხები, რომელიც სპეციალური მასალისგანაა დამზადებული და ვიბრაციის დროს ხელს უშლის ჩაიდნის დაცურებას.
და სხვა...
მწარმოებელი ფირმა
თითქმის ყველა ფირმა ერთნაირი ტიპის, ერთმანეთის მსგავს ელექტროჩაიდანს აწარმოებს. ელექტროჩაიდანი არ არის ისეთი რთული ხელსაწყო, რომ მისი შექმნა მწარმოებელი ფირმებისთვის რაიმე სიძნელეს წარმოადგენდეს.
ასე რომ წყნარად შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ჩაიდანი ისე, რომ მწარმოებელ ფირმას დიდი ყურადღება არ მიაქციოთ. თუ რა თქმა უნდა მიკერძოებული არ ხართ და რომელიმე ფირმას განსაკუთრებულ უპირატესობას არ ანიჭებთ (შეიძლება სახლში ყველაფერი იმ ფირმის გაქვთ).
ასე, რომ მთავარი, რასაც ამ დროს შეიძლება ყურადღება მიაქციოთ ეს დიზაინია, რომლის არჩევანიც საკმაოდ ფართო და მრავალფეროვანია.
მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეიძინოთ გაურკვეველი წარმოების ელექტროჩაიდანი, რომელსაც ერთი შეხედვითაც აშკარად ეტყობა, რომ ყალბი და დაბალი ხარისხისაა, თანაც იყიდება არა სპეციალიზირებულ მაღაზიებში, არამედ დახლებზე ან სხვა შეუსაბამო ადგილზე.
ასეთი ჩაიდნის შეძენის შემთხვევაში ვერავინ ვერავითარ გარანტიას ვერ მოგცემთ, ან თუ მოგცემთ, მაინც არ იქნებით გარანტირებული რომ იგი მალევე არ დაგეწვებათ ან მოკლე ჩართვას არ მოახდენს.
სტატიის ავტორი:
2022-05-02